აჭარაში ადგილობრივებმა ავტობანის მშენებლობა გააპროტესტეს

აჭარაში, სოფელ სალიბაურში ადგილობრივმა მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეებმა ავტობანის მშენებლობა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს.

ადგილობრივების თქმით, ავტობანის ავტობანის მშენებლობის შედეგად მათი საცხოვრებელი სახლები ინგრევა. მათ დილით პროტესტის ნიშნად მძიმე ტექნიკას სამშენებლო მოედანზე შესვლის საშუალება არ მისცეს, რასაც  მოქალაქეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

ადგილობრივები  ხელისუფლებისგან გასახლებას და ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილებას ითხოვენ.