საქართველოში ხელოვნური ინტელექტის კოალიცია დაფუძნდება

ლევან ბოძაშვილის განცხადებით, მალე ჩვენს ქვეყანაში საქართველოს ხელოვნური ინტელექტის კოალიცია დაფუძნდება.

კოალიციის მიზნებსა და ამოცანებზე თავად ლევან ბოძაშვილი საუბრობს:

-ევროპელ პარტნიორებთან ერთად და რამდენიმე ევროპარლამენტარის დახმარებით ფუძნდება საქართველოს ხელოვნური ინტელექტის კოალიცია. ვისაც აქვს სურვილი შეუძლია შემოუერთდეს, როგორც ინდივიდუალურად, ისე ორგანიზაციულად.

პრობლემა: საქართველო სრულად მოწყვეტილია სფეროს, რომელიც 10-15 წელიწადში არსებითად შეცვლის ადამიანის ცხოვრების ორგანიზების აქამდე არსებულ წესსა და მოდელს.

მთავარი ამოცანა – სახელმწიფოსა და არასახელმწიფო სექტორს შორის ერთობლივი მიდგომის ფორმირება. პატარა ქვეყნებს მხოლოდ ასე შეუძლიათ დაიცვან თავი და არ დარჩნენ განვითარების მიღმა.

ამოცანები:

1. ტალანტებისა და ადამიანური კაპიტალის მობილიზება/ქსელის შექმნა/ხელშეწყობა/დაფინანსება

2. კვლევისა და რეგულირების თემატიკის განვითარება

3. ტექნოლოგიური სუვერენიტეტი. სახელმწიფოსა და კერძო სექტორის დახმარება სხვადასხვა ე.წ. სოლუშენების მიწოდების გზით. ძირითადი სფეროები – უსაფრთხოება, საგარეო პოლიტიკა, ჯანდაცვა, განათლება, იურისპრუდენცია

4. სტარტაპებისა და სქეილაპების დახმარება პირველადი რისკ-კაპიტალის მოძიებასა და საერთაშორისო ბიზნეს კავშირების დამყარებაში.

5. სოციალური ცნობიერების განვითარება – რისკების თაობაზე ინფორმირება.

6. ხელოვნური ინტელექტი და კიბერუსაფრთხოება. კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვა.

ეროვნული კოალიცია იქნება ევროკოალიციის წევრი ( უკვე მოქმედი) და ისარგებლებს დიდი საშუალებებით. არაერთი ევროქვეყანა ჯერ კიდევ აყალიბებს მსგავს კოალიციებს ეროვნულ დონეზე.

პ.ს. კოალიცია მკაცრად აპოლიტიკურია, არ აქვს და არ ექნება რაიმე სახის პოლიტიკური მიზნები.