ლაგოდეხში, ფერმერებმა აქცია გამართეს – მათ მოსავლით დატვირთული მანქანებით გზა გადაკეტეს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალთან ფერმერებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

ფერმერები აცხადებენ, რომ საზამთროსა და ნესვის რეალიზაციასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ და ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ.

ფერმერების თქმით, მოსავლის რეალიზების პრობლემა მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც სხვა ქვეყანაში დიდი რაოდენობით საზამთროს და ნესვის იმპორტი მოხდა და მოსავალს ვეღარ ყიდიან. ისინი ხელისუფლებისგან საზამთროს და ნესვის იმპორტის შეჩერებას ითხოვენ.

მათ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებით დატვირთული ათობით მანქანა ლაგოდეხი-ყვარლის დამაკავშირებელ გზაზე გამოიყვანეს და გზა გადაკეტეს.