ვარშავაში დაკარგული ქართველი მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

პოლონეთში დაკარგული ახალგაზრდა ქართველი მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას მისი ოჯახის წევრები ადასტურებენ.

გარდაცვლილი თელავის მუნიციპალიტეტიდან, 26 წლის დიტო ხელხელაურია. პოლიციამ მისი პირადი ნივთები და ტანსაცმელი მდინარესთან იპოვა. ამის შესახებ ინფორმაცია ვარშავიდან გარდაცვლილის ოჯახის წევრებს მიაწოდეს.

დიტო ხელხელაური ვარშავაში სამუშაოდ 4 წლის წინ გაემგზავრა