პოსტკოვიდური გართულებებით ჟურნალისტი კობა ალხაზაშვილი გარდაიცვალა

პოსტკოვიდური გართულებებით ჟურნალისტი კობა ალხაზაშვილი გარდაიცვალა. მას ბრონქის სიმსივნე განუვითარდა, შემდგომ მეტასტაზები თავის არეში და ფილტვებზეც გავრცელდა.

რამდენიმე დღის წინ ის სამკურნალოდ თურქეთში, სტამბოლში გაემგზავრა, თუმცა ექიმებმა ჟურნალისტის გადარჩენა ვერ შეძლეს.

კობა ალხაზაშვილს სწრაფად პროგრესირებადი ავთვისებიანი სიმსივნე ნახევარი წლის წინ დაუდგინდა.

ჯიემთივი” უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.