ბადრი ჯაფარიძე – ცესკო-ში უნდა იყოს ორი დამოუკიდებელი წევრი არჩეული, რაც ნიშნავს, რომ „ძველ გვარდიას“, რომელმაც ოქტომბრის არჩევნები ჩაატარა, აღარ ექნება უმრავლესობა

„ჩვენ ვზრუნავთ იმაზე, რომ სისტემა შევცვალოთ საკანონმდებლო და ტექნოლოგიურ დონეზე”, – ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ „ლელო საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საოლქო საარჩევნო კომისიებში „ლელო – საქართველოსთვის“ მაღალკვალიფიციურ წევრებს დანიშნავს.

„ამასთან, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში უნდა იყოს ორი დამოუკიდებელი წევრი არჩეული, რაც ნიშნავს იმას, რომ „ძველი გვარდია“ ვინც დარჩა და რომელმაც ჩაატარა ოქტომბრის არჩევნებში, მათ აღარ ექნებათ ცესკოში უმრავლესობა. ამავდროულად, საოლქო საარჩევნო კომისიებში ჩვენ „ლელო – საქართველოსთვის“ მაღალკვალიფიციურ წევრებს დავნიშნავთ და ასევე საუბნო კომისიებშიც ჩვენს წევრებს დავნიშნავთ. ჩვენი ამოცანაა, ყველა პარტიამ მაღალკვალიფიციური წევრები შეარჩიოს. ამით დიდ ნაბიჯს გადავდგამთ იმისთვის, რომ შევამციროთ გაყალბების რისკი. ამასთან, წელს გაცილებით მეტ დამკვირვებელს ველოდებით, შარშანდელთან შედარებით რამდენიმეჯერ მეტი დამკვირვებელი გვეყოლება. გვექნება სახის ამომცნობი სისტემა, დათვლის პროცესს კამერებით ლაივ რეჟიმში დავაკვირდებით“, – განაცხადა ჯაფარიძემ.