პარლამენტის უკანა შესასვლელთან განთავსებული რკინის ჯებირები მოხსნეს

პარლამენტის უკანა შესასვლელთან განთავსებული რკინის ჯებირები მოხსნეს.

რკინის კონსტრუქცია საკანონმდებლო ორგანოს უკანა შესასვლელთან, დაახლოებით ორი წლის განმავლობაში იყო განთავსებული.

ჯებირების გავლა ყველა იმ მოქალაქეს, დეპუტატს, პარლამენტის თანამშრომელსა და საჯარო პირს უწევდა, ვინც საკანონმდებლო ორგანოში საშვის აღების შემდეგ შედიოდა.

შეგახსენებთ, რომ „გირჩის“ წევრებმა რამდენიმე დღის წინ რკინის ჯებირები გააპროტესტეს და მისი აღება მოითხოვეს.