ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 914 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 635 პაციენტი

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 914 შემთხვევა გამოვლინდა, 635 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ამასთან, ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 24 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 27 956 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 18 953, „პისიარ“ ტესტით – 9 003.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 3,27%, ბოლო 14 დღის – 2,43%, ბოლო შვიდი დღის – 2,55%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 360 055 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 346 217 გამოჯანმრთელდა, 5 199 კი, გარდაიცვალა.