ევროპაში „ინდური შტამის” ცირკულაცია თანდათან ანაცვლებს „ბრიტანული შტამს”, როგორც არის პროგნოზი, აგვისტოს შუა რიცხვებში თითქმის სრულად ჩაანაცვლებს მას – ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ – ამირან გამყრელიძე

ევროპაში „ინდური შტამის” ცირკულაცია თანდათან ანაცვლებს „ბრიტანული შტამს”, როგორც არის პროგნოზი, აგვისტოს შუა რიცხვებში თითქმის სრულად ჩაანაცვლებს „ბრიტანულ შტამს“,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პროგნოზის მიხედვით, აგვისტოს შუა რიცხვებში ინდური შტამი თითქმის სრულად ჩაანაცვლებს ბრიტანულ შტამს.

„რა თქმა უნდა, ეპიდემიოლოგიური რისკები სერიოზულია. მოგეხსენებათ, კორონავირუსის ახალი შემთხვევების ზრდა ახალი შტამების ხარჯზეა. გასულ კვირაში „დელტა” ვარიანტის, ე.წ ინდური შტამის დამატებით 25 შემთხვევა დადასტურდა. მთლიანად ევროპაში ინდური შტამის ცირკულაცია თანდათან ანაცვლებს ბრიტანული შტამის ცირკულაციას. როგორც არის პროგნოზი, აგვისტოს შუა რიცხვებში თითქმის სრულად ჩაანაცვლებს ბრიტანულ შტამს. ამიტომ, უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად და ყველგან, დახურულ შენობებში და ღია სივრცეში, სადაც ბევრი ხალხი იკრიბება, ატაროთ პირბადე. ასევე რეკომენდებულია, რომ ძალიან თუ არ შეგაწუხებთ, გარე სივრცეშიც ატაროთ პირბადე. მაგალითად, მე გარეთაც ვატარებ პირბადეს, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დაცვის საშუალება. ასევე, უარი უნდა ვთქვათ დიდ თავშეყრებზე“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.