ბათუმის მთავარი ნაძვის ხე, რომელიც მერიამ თითქმის მილიონ ლარად შეიძინა

ბათუმის მთავარი ნაძვის ხის მონტაჟი უკვე სრულდება. მერიის მიერ შეძენილმა ახალმა ნაძვის ხემ საზოგადოებაში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. მოქალაქეები წერენ, რომ ეს არ არის ის ნაძვის ხე, რომელიც მათ მერიის ფესბუქგვერდზე აირჩიეს.

ბათუმის მერი კი თავს იმართლებს და ამბობს, რომ სწორედ ის ნაძვის ხე შეიძინეს, რომელიც სოციალურ ქსელში გამოკითხვის შედეგად შეირჩა.

ცნობისთვის, ახალი ნაძვის ხე ბათუმის მერიამ გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით, ტენდერის გარეშე 968 387 ლარად შეიძინა.