შესაძლოა, საჰერო გზით ჩამოსული ტურისტებისთვის „პისიარ“ ტესტირება სავალდებულო გახდეს – თამარ გაბუნია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით არ არის გამორიცხული, რომ  „პისიარ“ ტესტირება საჰაერო გზით შემოსული ტურისტებისთვისაც სავალდებულო გახდეს.

როგორც მან ბრიფინგზე აღნიშნა, აღნიშნულთან დაკავშრებით ეპიდემიოლოგიური სურათის საჭიროებიდან გამომდინარე იმსჯელებენ.

„სახმელეთო გზით შემოსული პირები ნებისმიერ შემთხვევაში ექვემდებარებიან ტესტირებას, არ აქვს მნიშვნელობა, მათი ვაქცინაციის სტატუსს. ჯერჯერობით, საჰერო გზით ჩამოსული ტურისტები, რომლებიც უმრავლეს შემთხვევაში შედარებით დაბალი რისკის ქვეყნებიდან ჩამოდიან, ქვეყანაში შემოდიან სავალდებულო „პისიარ“ ტესტირების გარეშე, თუმცა ამასთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს მსჯელობა და შესაძლოა, ეპიდემიოლოგიური სურათის საჭიროებიდან გამომდინარე, ეს გადაწყვეტილებაც გადაიხედოს და იყოს უნივერსალური მოთხოვნა, როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო გზით შემოსული ტურისტებისთვის. ჯერჯერობით არის განსხვავებული რეჟიმი – სახმელეთოს აუცილებლად უნდა ჰქონდეს „პისიარის“ ტესტი, საჰაერო გზით შემოდიან სრული ვაქინაციის სტატუსის ამსახველი დოკუმენტით“, – აღნიშნა გაბუნიამ.