თამარ გაბუნია – “ნოვოვაქსი“ და “ჯონსონ&ჯონსონი“ ადრეა ჯერ – „ნოვოვაქსს“ გარკვეული ეტაპები აქვს გასავლელი

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების – „ნოვოვაქსისა“ და „ჯონსონი და ჯონსონის“ საქართველოში შემოტანა ამ ეტაპზე არ იგეგმება.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე თამარ გაბუნიამ განაცხადა, აღნიშნული ვაქცინების შემოტანაზე საუბარია შემოდგომიდან და არა ზაფხულში.

მისივე თქმით, ქვეყანაში შემოტანამდე „ნოვოვაქსს“ გარკვეული ეტაპები გასავლელი აქვს.

ნოვოვაქსი“ და „ჯონსონი და ჯონსონი“ ადრეა ჯერ. „ნოვოვაქსის” შემოტანაზე საუბარია შემოდგომიდან და არა ზაფხულში, რადგან „ნოვოვაქსს“ გარკვეული ეტაპები აქვს გასავლელი. „ჯონსონი და ჯონსონი“ შესაძლოა, უფრო ადრე მოგვეწოდოს“, – განაცხადა გაბუნიამ.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდებო გაქცინაცია 13 მარტს დაიწყო. ქვეყანაში ორ კვირაში მილიონი დოზა ვაქცინა შემოვა.