ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, „ფაიზერით“ ვაქცინაცია მხოლოდ კლინიკებში იქნება შესაძლებელი, „სინოვაკით“ და „სინოფარმით“ კი ვაქცინაციის ცენტრებშიც

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, „ფაიზერით“ ვაქცინაცია მხოლოდ კლინიკებში იქნება შესაძლებელია.

მისივე თქმით, „სინოფარმის“ და „სინოვაკით“ აცრა შესაძლებელი იქნება დამატებით მოწყობილ ვაქცინაციის ცენტრებშიც.

„მინდა, მოქალაქეებისთვის განვმარტო, რომ „ფაიზერზე“ ხელმისაწვდომობა იქნება ცალსახად მხოლოდ კლინიკებში. ეს უსაფრთხოებიდან გამომდინარე არის მნიშვნელოვანი. „ასტარზენეკასთან“ დაკავშირებითაც ხელმისაწვდომობა ექნებათ კლინიკების ნაწილში, ხოლო ჩინური ვაქცინებით – „სინოვაკით“ და „სინოფარმით“ ვაქცინაცია მოქალაქეებს შეეძლებათ დამატებით ვაქცინაციის ცენტრებში“, – განაცხადა ტიკარაძემ.