გუბაზ სანიკიძე: ქართულ სახელმწიფოს სჭირდება ორი სვეტი, რომელსაც დაეყრდნობა სამუდამოდ. ეს არის თვითმმართველობა და სასამართლო

„ქართულ სახელმწიფოს სჭირდება ორი სვეტი, რომელსაც დაეყრდნობა სამუდამოდ. ყველა პოლიტიკური ძალა, ვინც მოვა ხელისუფლებაში, ვინც წავა ხელისუფლებიდან, ამაზე უნდა ვიყოთ მოწადინებულები, სახელმწიფოს ორ მთავარ სვეტზე. ეს არის თვითმმართველობა და ეს არის სასამართლო. თუ ჩვენ ამას მოვახერხებთ, ქართულ სახელმწიფოს ექნება ძალიან მაღალი იმუნიტეტი, რომ გაუძლოს ნებისმიერ რყევას ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთაც. საქართველო უნდა იყოს მედროშე, მოწინავე ამ საქმეში, – აღნიშნული განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ წევრმა გუბაზ სანიკიძემ გააკეთა.

დეპუტატმა გამოსვლისას საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე, ასევე მეზობელ სახელმწიფოებთან ურთიერთობაზე გაამახვილა ყურადღება.

„საქართველო უნდა იყოს პოზიტიური ნეიტრალიტეტის მედროშე კავკასიაში,“ – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.