“მემარცხენე ალიანსის” შეხვედრა “ახალგაზრდა ადვოკატებთან”

“მემარცხენე ალიანსის” ლიდერებისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ წარმომადგენელთა სამუშაო შეხვედრა შედგა.

  “მემარცხენე ალიანსის” ცენტრალურ ოფისში, ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით პარტიის წინასაარჩევნო პროგრამაში შეტანილი საკითხებისა და ზოგადად წინასაარჩევნო პროგრამის გასაცნობად, “მემარცხენე ალიანსის” ლიდერებისა და ა(ა)იპ „ახალგაზრდა ადვოკატების“ წარმომადგენელთა სამუშაო შეხვედრა შედგა.

შეხვედრას “მემარცხენე ალიანსის” მხრიდან ესწრებოდნენ პარტიის გენერალური მდივანი სოსო შატბერაშვილი, პოლიტიკური მდივანი – პაატა ჯიბლაძე, იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი – ელზა ჯმუხაძე, პარტიის ადამიანთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი – ზურა თენაძე და ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი – სოფიკო კარტოზია; ხოლო “ახალგაზრდა ადვოკატების” მხრიდან დაესწრო ორგანიზაციის ხელმძღვანელი არჩილ კაიკაციშვილი, პროექტებისა და საერთაშორისო ურთიერთობის მენეჯერი არჩილ ნადირაძე და ორგანიზაციის იურისტი გიორგი ჯოჯუა.

შეხვედრამ ძალიან ნაყოფიერად ჩაიარა.

„პარტია „მემარცხენე ალიანსი“ არამარტო წინასაარჩევნო კამპანიის დროს ხვდება არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ამომრჩევლებს, არამედ მანამდეც, დაფუძნების დღიდან ჩვენ სისტემატიურად გვქონდა შეხვედრები სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან, იმ პრობლემატიკის თაობაზე, რომელიც დღეს ქვეყნის მოსახლეობას აწუხებს.

დღეს გვქონდა ჩვენ შეხვედრა იმ ახალგაზრდა ადამიანებთან, რომლებიც მუშაობენ იმისთვის, რომ თითოეული ჩვენთაგანის უფლებები იყოს დაცული და ამავე დროს, ერთი ძალიან კარგი მომენტია, ეს არასამთავრობო ორგანიზაცია, „ახალგაზრდა ადვოკატები“ მუშაობს მიგრანტებთან, მათი სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში მათ პრობლემატიკაზე ზრუნავენ, ეხმარებიან მათ სხვადასხვა იურიდიული საკითხების მოგავრებაში. ჩვენი პარტიის პოლიტიკის ერთერთი მთავარი მიმართუოლება ამმავე დრო არის მიგრანტებთან მუშაობბა, მათი სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში შეძლებისდაგვარად პრობლემების მოგვარებაში დახმარება, მიტანა ხელისუფლებამდე და ჩვენი თანამემამულეების პრობლემატიკის მოგვარება.

ჩვენ ამ არასამთავრობო ორგანიზაციასთან  დიდი სიამოვნებით ვითანამშრომლებთ, ისევე როგორც ვითანამშრომლებთ ყველა იმ არასამთავრობო ორგანიზაციასთან, რომელიც იბრძოლებს ჩვენი ქვეყნის ინტერესებისათვის, ქვეყნის მოსახლეობის ინტერესებისათვის და არ იქნებიან ყოფილი სახელისუფლო პარტიის მიერ დაფუძნებული და დაფინანსებული ორგანიზაციები, არ იქნებიან სხვა რომელიმე უცხო ქვეყნის სპეცსამსახზურები თუ სახელმწიფო დაწესებულებების ფილიალები საქართველოში. მათთან თანამშრომლობას ჩვენ გამოვრიცხავთ, რადგან ეს არასამთავრობო ორგანიზაციები „ნაციონალური მოძრაობის“ მთელი იმ 9-წლიანი მმართველობის პერიოდში ყოველთვის ტაშს უკრავდნენ სააკაშვილის ხელისუფლებას, სხვადასხვა დარღვევებისთვის კი არა, მკვლელობებისთვის. ამას პირდაპირ ვაცხადებ და ჩვენ მიგვაჩნია, რომ ის არასამთავრობო ორგანიზაციები კვლავაც არიან დღეს დაკავშირებული „ნაცმოძრაობასთან“, მათი ერთადერთი მიზანია, რომ  „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად დაბრუნდნენ ხელისუფლებაში, რასაც „მემარცხენე ალიანსი“ სხვა ჭეშმარიტ პატრიოტ პარტიებთან ერთად არცერთ შემთხვევაში არ დაუშვებს და ყველა ჩვენს ხელთ არსებული მშვიდობიანი მეთოდებით აღვუდგებით მას“ – განაცხადა „მემარცხენე ალიანსის პოლიტიკურმა მდივანმა პაატა ჯიბლაძემ.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ გამოეხმაურა „მემარცხენე ალიანსის“ წინადადებას, რომ შემდგარიყო შეხვედრა და განხილულიყო საკითხები, რომელიც ეხება ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების დაცვის ხარისხს. დღეს ჩვენ ვსაუბრობთ ამ მიმართულებით არსებულ მდგომარეობაზე, გამოწვევებსა და სირთულეებზე, ვსაუბრობთ მართლმსაჯულების სისტემაში შექმნილ ვითარებაზე, ასევე იმ ცალკეულ გახმაურებულ ქეისებთან დაკავშირებით, რომელიც გააჩნია ორგანიზაციას, მაგალითად, ლისის ტბის ჩამორთმევის საქმე, ინტელექტ ბანკის გაკოტრების საქმე და სხვა.

მნიშვნელოვანია, როდესაც პოლიტიკური პარტია ინტერესდება სამოქალაქო სექტორის საქმიანობით,  სამოქალაქო სექტორიდან მომდინარე აქცენტებიტ, რომელიც არის ჩვენი ცხოვრებისთვის, მათი პოლიტიკური ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანი. მე მოხარული ვარ, რომ ეს შეხვედრა შედგა, ჩვენ გავცვალეთ მოსაზრებები ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით, გავაცანით ჩვენი პროექტები, ინიციატივები, წინადადებები და შევთანხმდით, რომ სამოქალაქო ორგანიზაციასა და პოლიტიკურ სუბიექტებს შორის იქნება უფრო მჭიდრო კომუნიკაცია. ჩვენის მხრივ დავეხმარებით ყველა იმ ადამიანს, რომელიც ქვეყანაში საჭიროებს უფლების დაცვას და ამ მიმართულებით პოლიტიკური პარტიების აქტიურობა და მზაობა, რომ მათ სწორად დაგეგმონ თავიანთი საარჩევნო, ან სემდგომი პოლიტიკური საქმიანობა, მნიშვნელოვანია, რომ ისინი სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან ისმენენ განსაკუთრებით ადამიანის უფლებების საკითხთან მიმართვბით ქვეყანაში შექმნილ შეხედულებებსა და მოსაზრებებს.

მე ვფიქრობ, რომ შეხვედრა ძალიან ნაყოფიერი იყო და მნიშვნელოვანია, რომ ყველა პარტია, რომელიც საქმიანობს და რომლის მთავარი მიზანი და დანიშნულებაცაა ხელისუფლებაში სხვადასხვა ფორმით მოსვლა, წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება, ზუსტად იცნობდნენ საზოგადოებრივი ორგანიზაციების, მოქალაქეების პრობლემატიკას, ამ პრობლემატიკის გადაჭრის გზებს, რომლებსაც, ჩვენი ორგანიზაციის სახით დღეს „მემარცხენე ალიანსის“ წარმომადგენლებს შევთავაზეთ.

შეხვედრა იყო ძალიან საინტერესო, ნაყოფიერი და ვისურვებდი, რომ „მემარცხენე ალიანსის“ ამ ტრადიციას – შეხვდეს სამოქალაქო ორგანიზაციებს – სხვა პოლიტიკურმა პარტიებმაც მიბაძონ“ – განაცხადა ა(ა)იპ „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა არჩილ კაიკაციშვილმა.

კომენტარის დატოვება