გრიგოლ ვაშაძე – „ქართული ოცნება” არ არის პრორუსული მთავრობა – მათ არ გადაუდგამთ რუსეთის სასარგებლოდ ნაბიჯები

ეს არ არის პრორუსული მთავრობა, – ასე შეაფასა დეპუტატმა გრიგოლ ვაშაძემ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება. ამის შეახსებ  „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

წამყვანის კითხვაზე, გადაუდგამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს ნაბიჯები, რომლებითაც არა დასავლეთის, არამედ რუსეთის სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება, დეპუტატმა ასეთი პასუხი გასცა.

„არა. ერთადერთი, ისიც არ ვარ დარწუნებული, ეს როგორ ან რატომ მოხდა, ეს არის ანაკლია. რუსეთის მთავარი მიზანი ჩვენთან მიმართებაში რა არის? დღეს რომ აქ, სტუდიაში სიმართლის აცრაგაკეთებული კრემლის ერთ-ერთი წამყვანი სტრატეგიული პოლიტიკის დამგეგმავი დავსვათ ის გეტყვით: არავითარი ევროკავშირი, არავითარი ნატო, საქართველოს თავისუფალ ნაწილში განლაგებული თუნდაც 1 სამხედრო ბაზა და მონაწილეობა და ვეტოს უფლება ყველა იმ პროექტში, რომელიც ენერგომატარებლების გატარებას გულისხმობს საქართველოს ტერიტორიის გავლით. არცერთი“, – განაცხადა ვაშაძემ.