ლევან ვასაძე ჯანმრთელობის გაუარესების გამო თურქეთში გამოკვლევებზე გაემგზავრა

მოძრაოაბა „ერის”  დამფუძნებელი ლევან ვასაძე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო თურქეთში გაემგზავრა.

ვასაძე გამოკვლევების გამო თურქეთში მას შემდეგ წავიდა, რაც საქართველოში მისი ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზების დადგენა ვერ მოხერხდა.

როგორც ვასაძის პარტიაში აცხადებენ, მას ჯანმრთელობის პრობლემები ბოლო რამდენიმე თვეა შეექმნა, რაც გამოიხატება საერთო ტონუსის დაცემაში.