გახარია სააკაშვილთან შესაძლო შეხვედრაზე – დიდხანს გვეძებდით? იმ სასტუმროში ვიყავით ერთი ღამე, იქ  შევიკრიბეთ

“დიდხანს გვეძებდით? იმ სასტუმროში ვიყავით ერთი ღამე, იქ  შევიკრიბეთ, ჩვენ სხვადასხვა ქალაქებიდან ჩამოვფრინდით. მეორე დღეს უკვე ვიყავით სხვა სასტუმროში, ჩვენ გადაკვეთა არანაირი არ გვქონია,”- ასე უპასუხა ყოფილი პრემიერმა  გიორგი გახარიამ  “კურიერის”  კითხვას ნამდვილად  შეხვდა თუ არა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს.

გახარიას თქმითვე,  მას “ნაციონალურ მოძრაობასთან” საერთო არაფერი აქვს და შეხვედრაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია.

მისივე განცხადებით,, მმართველ გუნდს „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ ისეთი მონდომებით რომ ებრძოლა, როგორც დღეს მის წინააღმდეგ იბრძვის,  ქვეყანაში სხვა პოლიტიკური რეალობა იქნებოდა.

“საერთოდ ეს არასერიოზულია. ჩვენი წასვლა თავიდანვე ასე იყო დაგეგმილი, ლოჯისტიკურად სხვა სასტუმროში, მისვლა-მოსვლისთვის ბევრად უფრო მოსახერხებელი, იქ უბრალოდ ჩვენ შევიკრიბეთ. ერთი რამე გაითვალისწინეთ, ამის უკან საერთოდ არაფერი არაა და შეხვედრაზე ხომ საერთოდ ზედმეტია საუბარი, არ არის ეს სწორი. არაფერი დასამალი არ მაქვს, არაფერი საერთო “ნაციონალურ მოძრაობასთან” არ მაქვს და უფრო მეტსაც გეტყვით “ქართულ ოცნებას” წლების განმავლობაში ისეთი ჟინით რომ ებრძოლა “ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ, როგორც დღეს ჩვენ წინააღმდეგ იბრძვის, დღეს ქვეყანაში სხვა პოლიტიკური რეალობა იქნებოდა,” – განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, “რუსთავი2”-ის ინფორმაციით, სავარაუდოდ, აშშ-ში ერთმანეთს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია ერთმანეთს კონსპირაციულად შეხვდნენ. ტელეკომპანიამ ეს ინფორმაცია იმის საფუძველზე გაავრცელა, რომ სასტუმროში, სადაც გიორგი გახარია იმყოფებოდა, მიხეილ სააკაშვილიც შენიშნეს.