დავით ზალკალიანი – ევროპული ინტეგრაციის საერთო ამოცანის გარდა, ჩვენი ქვეყნები იზიარებენ არაერთ გამოწვევას, მოხარულები ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, საკითხები უმაღლეს წარმომადგენელთან განვიხილოთ

მადლობას ვუხდი უმაღლეს წარმომადგენელს გულთბილი შეხვედრისთვის. ჩვენთვის ეს ძალიან კარგი შესაძლებლობაა, რომ ბორელს წარვუდგინოთ თანამშრომლობის ახალი ფორმატი და გავცვალოთ ჩვენი ხედვები სამი ასოცირებული პარტნიორის ევროპულ ინტეგრაციაზე, ვისაუბროთ აღმოსავლეთ პარტნიორობის გაძლიერების გზებზე, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა „ასოცირებული ტრიოს“ საგარეო საქმეთა მინისტრების ბრუსელში ვიზიტის მნიშვნელობაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ეს დღე საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვასთვის განსაკუთრებულია.

„ეს განსაკუთრებული დღეა ჩვენი სამი ქვეყნისთვის, რადგან პირველად ხდება, რომ ერთად ჩამოვედით ბრიუსელში, როგორც ასოცირებული სამეული. როგორც იცით, ჩვენ ხელი მოვაწერეთ ურთიერთგაგების მემორანდუმს ერთი თვის წინ, სადაც ერთად მუშაობის და ასევე ევროკავშირთან მუშობის პირობა დავდეთ ჩვენი ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე, მათ შორის დიალოგის ფორმატებით საერთო ინტერესების სექტორებში. ასოცირებული სამეულის ერთ-ერთი ამოცანაა,მხარი დაუჭიროს და გააძლიეროს აღმოსავლეთ პარტნიორობა, მოახდინოს უკეთესად ადაპტირება სპეციფიკურ სიტუაციებზე თითოეულ პარტნიორ ქვეყანაში. ერთ ვიმუშავებთ სხვა აღოსავლეთ პარტნიორებთან და ისევე როგორც ევროკავშირთან, რომ შემდგომი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი იყოს კიდევ ერთი ნაბიჯი უფრო ძლიერი და ეფექტური თანამშრომლობისთვის. აღმოსავლეთ პარტნიორობა არის დინამიკური პოლიტიკა, რომელიც შეიქმნა ყველა მონაწილის ერთობლივი საკუთრებისთვის და რომ უპასუხოს თითოეული მონაწილის საჭიროებებს, შესაძლებლობებს და მისწრაფებებს.

ასოცირებული სამეულის ერთად ყოფნის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ასოცირების შეთანხმების განხორციელებაა, რომელიც მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონების შექმნას. ასოცირების შეთანხმებები გახდა პროექტი ჩვენი დემოკრატიული რეფორმებისთვის და ჩვენი ქვეყნების რეგულირებული თანხვედრისა ევროპულ ნორმებთან, სტანდარტებთან და პრაქტიკასთან. ევროპული ინტეგრაციის საერთო ამოცანის გარდა, ჩვენი ქვეყნები იზიარებენ არაერთ გამოწვევას და მოხარულები ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ეს საკითხები უმაღლეს წარმომადგენელთან განვიხილოთ.

გადაუწყვეტელი კონფლიქტები რუსეთთან რჩება უდიდეს გამოწვევად მთლიანად ევროპული უსაფრთხოებისთვის. რუსეთის მცდელობა, მოახდინოს ანექსია და უკანონო ოკუპაცია საქართველოს ტერიტორიების, ისევე როგორც უკრაინის ტერიტორიების, ასევე მოლდოვის რეგიონის დნესტრისპირეთში გადაუწყვეტელი კონფლიქტი ქმნის სერიოზულ საფრთხეს ჩვენი უსაფრთხოების, დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარებისთვის. რუსეთის ქმედებებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში ევროპის აღმოსავლეთ ფლანგის მნიშვნელოვანი დესტაბილიზაცია მოახდინა“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.