გიორგი გახარია – “ოცნებას“ წლების განმავლობაში “ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ ისეთი ჟინით რომ ებრძოლა, როგორც დღეს ჩვენ წინააღმდეგ იბრძვის, ქვეყანაში სხვა პოლიტიკური რეალობა იქნებოდა

პარტია “საქართველოსთვის” დამფუძნებლი გიორგი გახარია გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ის აშშ-ში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვდა, უარყოფს.

როგორც გახარიამ “კურიერთან” განაცხადა, მან აშშ-ში შეხვედრა გამართა ადმინისტრაციის და უშიშროების საბჭოს წარმომადგენლებთან, სადაც მისი პარტიის ხედვებზე ისაუბრა.

მისივე თქმით, მმართველ გუნდს „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ ისეთი მონდომებით რომ ებრძოლა, როგორც დღეს მის წინააღმდეგ იბრძვის,  ქვეყანაში სხვა პოლიტიკური რეალობა იქნებოდა.

„ქართულ ოცნებას“ წლების განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ ისეთი ჟინით რომ ებრძოლა, როგორც დღეს ჩვენ წინააღმდეგ იბრძვის, ქვეყანაში სხვა პოლიტიკური რეალობა იქნებოდა.

საუბარი იყო ყველა თემაზე, როგორც წარსულთან, ისე მომავალთან დაკავშირებით, მაგრამ ძირითადი მაინც ჩვენს პარტნიორებს და კოლეგებს აინტერესებთ, როგორი ხედვა გვაქვს მომავალში. გვქონდა შეხვედრები ადმინისტაციაში, უშიშროების საბჭოში. ჩამოვალთ და ყველაფერს მოგიყვებით“,- განაცხადა გახარიამ.

შეგახსენებთ, “რუსთავი2”-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ  თითქოს, აშშ-ში ერთმანეთს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია ერთმანეთს კონსპირაციულად შეხვდნენ.