პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი – მე არ დავაღალატებ ქართველ ხალხს – ყოველთვის ვასრულებ იმას, რასაც ვამბობ

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ის საქართველოში დაბრუნდება, რაც  ბიძინა ივანიშვილისთვის დიდი სიურპრიზი იქნება. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა “რადიო თავისუფლებისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

სააკაშვილის თქმით, ის ქართველ ხალხს არასდროს დააღალატებს და ქვეყანაში აუცილებლად დაბრუნდება.

“მე არასდროს მითქვამს კონკრეტულად არც თარიღი, არც დღე და არც ადგილი ჩასვლის, გარდა ბოლო განცხადებისა. ბოლო განცხადებაში ვთქვი, რომ ამ რეფერენდუმისთვის, რა თქმა უნდა, ვაპირებ ჩასვლას საქართველოში. რეფერენდუმამდე თუ მის შემდეგ ამას ქართველი ხალხი ნახავს. ეს იქნება სიურპრიზი ივანიშვილისთვის, მაგრამ ეს იქნება ძალიან მძლავრი სიურპრიზი.

ნამდვილად არ ვაპირებ ყველა დეტალის გახსნას, მაგრამ ძალიან კონკრეტულად ვამბობ, რომ მე არ დავაღალატებ ქართველ ხალხს. წინა არჩევნების წინ ვთქვი, რომ ჩამოვალ, როცა არჩევნები დამთავრდება. მე ყოველთვის ვასრულებ იმას, რასაც ვამბობ,”- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ცნობისთვის, ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რომ ის თვითმმართველობის არჩევნების პერიოდში საქართველოში დაბრუნდება.