Edison Research-ის თანახმად, გამოკითხულთა 62% ვადამდელი არჩევნების მომხრეა

Edison Research-მა კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც გამოკითხულთა 62% ვადამდელი არჩევნების ჩატარების მომხრეა. ეს ნიშნავს, რომ მოქალაქეების ამ ნაწილს არ სურს, “ქართულმა ოცნებამ” 43%-იანი სავალდებულო ბარიერი გადალახოს.

გამოკითხულთა 38% ამბობს, რომ არ უნდა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.

შეგახსენებთ, შარლ მიშელის დოკუმენტის თანახმად, რომელსაც მმართველმა გუნდმა და ოპოზიცის ნაწილმა ხელი 19 აპრილს მოაწერეს, თუ “ქართული ოცნება” თვითმმართველობის არჩევნებში პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს, მაშინ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება.