ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველო “ფაიზერის” ვაქცინას ივლისში მიიღებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველო „ფაიზერის“ ვაქცინას ივლისის პირველ კვირაში ელოდება. ამის შესახებ გამყრელიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ივლისის პირველ ნახევარში ასევე შემოვა „სინოფარმი“ და „სინოვაკი“.

„დადასტურებულად გვაქვს ინფორმაცია, რომ ივლისის პირველ კვირაში გვექნება საკმაოდ დიდი რაოდენობით სამი დასახელების ვაქცინა. ივლისის პირველ ნახევარში თანდათანობით შემოვა 2 ჩინური და „ფაიზერი“. გაფართოვდება ყოველდღიური ვაქცინაციის არეალი და რიცხვი“,- აღნიშნავს გამყრელიძე.

ცნობისთვის,საქართველოში კორონავირუსის ვაქცინაცია 13 მარტს დაიწყო.