თაკო ჩარკვიანი ღარიბაშვილს – თქვენი მოღვაწეობის „ქეთოს მზითვი“ მინდა ჩამოვთვალო: კორუფცია ყვავის, სასამართლოში კლანია, რკინიგზა ჩაიძირა, ანაკლიის შესანიშნავი პროექტი განადგურებულია, გაძარცვულია ბიუჯეტი

ახლა თქვენი მოღვაწეობის „ქეთოს მზითვი“ მინდა ჩამოვთვალო: კორუფცია ყვავის, სასამართლოში კლანია, რკინიგზა­ ჩაიძირა, ანაკლიის შესანიშნავი პროექტი აბსოლუტურად განადგურებულია, გაძარცვულია ბიუჯეტი, – ასე მიმართა დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს რომელმაც პარლამენტს მუშაობის წლიური ანგარიში წარუდგინა.

ჩარკვიანის განცხადებით, იმას, რასაც ხელისუფლება სტაბილურობას არქმევს, სინამდვილეში სტაგნაცია ჰქვია.

„ვინ თქვა, რომ ვინმე, რამელიმე დახმარებას ელის თქვენგან ან ვინმეს სჭირდება წყალობა ღვთის? ადამიანები გატანილი ბიუჯეტის უკან დაბრუნებას ითხოვენ და თუ ეს ასე არ არის, მაშინ თქვენს ინტერესში უნდა იყოს საგამოძიებო კომისიების შექმნა და გამოძიება, ვინაიდან თქვენ ხართ ის პრემიერი, მომიტევეთ, მე არ დავარღვევ უდანაშაულობის პრეზუმფციას, მაგრამ თითს თქვენკენ იშვერენ მოქალაქები, რომ თქვენ დროს ჩალპა ქვეყანა კორუფციაში, ამაზე თქვენი ორი პრემიერი საუბრობს. თქვენ რასაც სტაბილურობას ეძახით, იმას ჩვენ სტაგნაციას ვეძახით და რომ, ის ბომბები არ ცვივა, ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოს რუსეთისკენ არ მიაქანებთ, ვინაიდან პუტინ -ბაიდენის შეხვედრაზე, მხოლოდ ჩვენს ქვეყანაზე არ იყო საუბარი“, – განაცხადა ჩარკვიანმა.