მამუკა ბახტაძე დღეს დონალდ ტუსკს შეხვდება

ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით მყოფი ქართული დელეგაციის წევრები და საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე დღეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკს შეხვდებიან.

შეხვედრაზე საქართველოსა და ევროსაბჭოს შორის არსებული ყველა მნიშვნელოვანი საკითხი განიხილება.

დღესვე მთავრობის ახალი თავმჯდომარის, მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით, ქართულ დელეგაციას ბელგიის სამეფოს ვიცეპრემიერი, უმასპინძლებს.

შეხვედრაზე ეკონომიკურ თემებზეც ისაუბრებენ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხეილ მახარობლიშვილის განცხადებით, ქართულ-ბელგიური ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად განვითარებას დიდი რესურსი აქვს.