“სულ ამ მაისურებით დავდივართო, სიამაყით მიპასუხეს…საქართველოს თუ რამე გადაარჩენს ეს პატრიოტიზმია!”

რუბრიკა

თქვენი სათქმელი

ლევან შერმადინი

ალვანელი, თუში ბავშვები გვეწვივნენ ორი კვირის წინ სამსახურში, ვკითხე- ეგ რა მაისურები გაცვიათ მეთქი და დედამ გააკეთებინა, სულ ამ მაისურებით დავდივართ ყველგანო, სიამაყით მიპასუხეს…

ნამდვილად არ ვიცი ვინაა ამ ბავშვების დედა, არც ის ვიცი ამ ბავშვებს ოდესმე კიდევ შევხვდები თუ არა მაგრამ ერთი ვიცი- საქართველოს თუ რამე გადაარჩენს ეს პატრიოტიზმია! ბავშვი რომელიც იზრდება პატრიოტული სულისკვეთებით, ის არასოდეს მოიპარავს ბიუჯეტიდან ფულს, არასოდეს ჩაუყოფს მოხუც პენსიონერს ჯიბეში ხელს, არასოდეს არ ივლის სახელმწიფო ხარჯით ნაყიდ სამოცდაათიათასიანი, ჩამუქებულ შუშებიანი ჯიპით იმ დროს როდესაც მოსახლეობის ნახევარი მშიერია.

პატრიოტულად აღზრდილი ადამიანი ყოველთვის დააფასებს თავდადებულ გმირებსა და მათ ოჯახებს, გაუფრთხილდება და მოუვლის საკუთარ გენო ფონდსა და სამშობლოს ყოველ გოჯ მიწას!