გიორგი გახარია – მივდივარ იქამდე, რომ „ნაცები“ ჩვენი დასამარცხებელი იქნებიან, ამას „ქართული ოცნება“ არც და ვერც გააკეთებს

მივდივარ იქამდე, რომ „ნაცები“ ჩვენი დასამარცხებელი იქნებიან, ამას „ქართული ოცნება“ არც და ვერც გააკეთებს“, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ „ამერიკის ხმასთან“ განაცხადა.

გახარია მიიჩნევს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების შინაარსით შევსება მისი პარტიის გასაკეთებელი იქნება.

„ქართული პოლიტიკა შინაარსისგან დაცლილია ორი ქართული პოლიტიკისგან გადაბერებული, ქართული რეალობის გუშინწინდელი და გუშინდელი დღე ერთმანეთთან ჭორაობით ავსებენ ვითომ პოლიტიკურ სივრცეს. სინამდვილეში, მათი მიზანი არის მარტივი – პოლიტიკური ველი სრულად ჩაკეტონ, რომ ახალი თაობის პოლიტიკოსები არ გაჩნდნენ. ამაში მიშა სააკაშვილისა და დღევანდელი მმართველი პარტიის ინტერესებს სრულად ემთხვევა. ისინი ისე ავსებენ ერთმანეთს, რომ ერთმანეთის გარეშე არსებობა არ შეუძლიათ. მივდივარ იქამდე, რომ „ნაცები“ ჩვენი დასამარცხებელი იქნებიან, ამას „ქართული ოცნება“ არც და ვერც გააკეთებს. საბოლოო ჯამში ქვეყნის პოლიტიკური წესრიგი შინაარსით შეივსოს, ჩვენი გასაკეთებელი იქნება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.