ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი – ყველა უნდა შეუერთდეს 19 აპრილის შეთანხმებას, უნდა მოხდეს მისი სრული იმპლემენტაცია და კანონების შესაბამისად მოქმედება

 

ყველა უნდა შეუერთდეს 19 აპრილის შეთანხმებას, უნდა მოხდეს მისი სრული იმპლემენტაცია და კანონების შესაბამისად მოქმედება, – ამის შესახებ ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ალექსანდერ შალენბერგმა განაცხადა.

შალენბერგმა ​თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა აზერბაიჯანსა და სომხეთში გამართულ შეხვედრებზე.

„აზერბაიჯანსა და სომხეთს, ჩვენ საკმაოდ ინტენსიური საუბრები გვქონდა პრეზიდენტ ალიევთან და პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელ ფაშინიანთან. ჩვენი ინტერესია, რომ გაგრძელდეს ნდობის აღდგენისკენ მიმართული ღონისძიებები. ჩვენმა ვიზიტებმა დაგვიდასტურა, რომ ნდობა რეგიონში ყველაზე საჭირო რესურსია და ამ ნდობისთვის პირველადი ნიადაგი შევამზადეთ. ვიცით, რომ მთიანი ყარაბაღის რეგიონის კონფლიქტის შემდეგ კვლავ „ღია ჭრილობებია, მაგრამ ეს ჭრილობები მალე უნდა მოვაშუშოთ“. კარგი ისაა, რომ ყველა მხარე აცნობიერებს, ამ ტიპის „განკურნების პროცესი“ აუცილებელია და ევროკავშირი მზადაა, ყველა შესაძლო გზით მხარეებს დაეხმაროს. ამავე კონტექსტში მინდა ვთქვა, რომ ძალიან ვაფასებთ საქართველოსა და თავად პრემიერ-მინისტრის მნიშვნელოვან როლს, რომელიც აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ტყვეებისა და ნაღმების რუკების გაცვლის პროცესში იყო ჩართული. ვფიქრობ, ეს სამმხრივი თანამშრომლობა ყველა პარტნიორისთვის სასარგებლოა და ეს არის ის, რასაც ევროკავშირი მომავალშიც ძლიერად დაუჭერს მხარს და მზადაა ე.წ. 3+1 ფორმატში ჩასართავად“, – განაცხადა შალენბერგმა.