მარინა კალიურანდი – რეალობის აღქმა ემოციების გარეშე უნდა შეგვეძლოს – დღეს ევროკავშირი მზად არ არის გაფართოებისთვის

“სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ საქართველოს ევროკავშირისკენ სწრაფვას, მაგრამ მეორე მხარეს არის რეალობა, რომლის აღქმა ემოციების გარეშე უნდა შეგვეძლოს. დღეს ევროპარლამენტი და, საერთოდ, ევროკავშირი მზად არ არის გაფართოებისთვის,”- ამის შესახებ ესტონელმა ევროპარლამენტარმა და ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა მარინა კალიურანდმა საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტთან ინტერვიუში განაცხადა.

ევროპარლამენტარი საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, ქვეყნის მიმართ სკეპტიკურად განწყობილ ქვეყნებს მეტი ესაუბროს.

„სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ საქართველოს ევროკავშირისკენ სწრაფვას, მის უფლებას, თავად გადაწყვიტოს, რომელი ორგანიზაციის წევრობა სურს, მაგრამ მეორე მხარეს არის რეალობა, რომლის აღქმა ემოციების გარეშე უნდა შეგვეძლოს. დღეს ევროპარლამენტი და, საერთოდ, ევროკავშირი მზად არ არის გაფართოებისთვის, იმისთვის, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის რომელიმე­ ქვეყანას კარი გაუღოს“,- განაცხადა მარინა კალიურანდმა.

მარინა კალიურანდის ინტერვიუს “კვირის პალიტრა” ავრცელებს.