პარლამენტში პრემიერის ანგარიშის მოსმენა დღეს გრძელდება

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ანგარიშის მოსმენა პარლამენტში დღეს გაგრძელდება. რიგგარეშე სესიის სხდომა 13:00 საათზე დაიწყება.

ირაკლი ღარიბაშვილმა დეპუტატებს ანგარიში 25 ივნისს წარუდგინა. ანგარიშის წარდგენის შემდეგ დეპუტატებმა კითხვები დასვეს, რის შემდეგაც დებატები უნდა გამართულიყო, მაგრამ ვერ მოესწრო.

რეგლამენტით გათვალისწინებულია სიტყვით გამოსვლები კომიტეტების, ფრაქციების, პოლიტიკური ჯგუფებისა და უმრავლესობის ფორმატში. ამ პროცედურის ამოწურვის შემდეგ კი, პრემიერ-მინისტრს შეეძლება, შემაჯამებელი სიტყვით ისარგებლოს.