გიორგი ვაშაძე: “მიმინო” გამახსენდა – “პამაგუ ჩერეზ 5 ლეტ”, ღარიბაშვილის გამოსვლა დაახლოებით ასე იყო, გვითხრეს, 10 წელში გეშველებათო

„სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის,  დეპუტატ გიორგი ვაშაძის განცხადებით, პარლამენტში უბედური ქვეყნის ბედნიერი პრემიერის გამოსვლა მოვისმინეთ, ხოლო ქართველ ხალხს „წითელ წიგნში“ შეგვიყვანენ.

„ძალიან მწვავე გამოსვლა მექნება კონკრეტული ციფრებით და ფაქტებით. ჩვენ ერთ-ერთი უბედური ქვეყნის ბედნიერი პრემიერის გამოსვლა მოვისმინეთ, რომელმაც გვითხრა, ათ წელიწადში გეშველებათო.

„მიმინო” გამახსენდა: “პამაგუ ჩერეზ 5 ლეტ” მისი გამოსვლა დაახლოებით ასე იყო. გვითხრეს, 10 წელში გეშველებათო და თუ ასე გაგრძელდა ყველაფერი, 400 ათასი ადამიანით შემცირდება სამუშაო ადგილები, შემოსავლები 100 დოლარიდან 80 დოლარამდე შემცირდება და დემოგრაფიული პრობლემები გვექნება. თუ ასე გაგრძელდა, ქართველ ხალხს „წითელ წიგნში“ შეგვიყვანენ, რადგან შობადობა მცირდება, ქორწინება განახევრებულია, შემოსავლები შემცირებულია, ახალგაზრდები ქვეყანაში არ ჩერდებიან“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.