თაკო ჩარკვიანი უმრავლესობას: რევანში არ დასრულდება საქართველოში – თქვენ თუ ათი წელი დარჩით ამ სტაგნაციით ბატონებო, რასაც თქვენ სტაბილურობასა და მოძრაობას ეძახით, საქართველო დაიღუპება, სიკვდილის პირას არის მისული ხალხი

„კითხვები, რომელიც კვლავ გვაქვს, რა თქმა უნდა, კორუფციასთან და ბიუჯეტის ძარცვასთან არის დაკავშირებული. გახსოვთ ქუმსიშვილთან და კვირიკაშვილთან ნახსენები შვიდასი მილიონი, რომელიც გამოიძიეთ? ჩვენ არ გვინახავს, – ასე მიმართა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმა უმრავლესობის წევრებს.

„თქვენს პირობებში დანგრეული ანაკლიის პორტი, რომელსაც არაფრით არ მოვეშვები, რადგან სასიცოცხლოდ, პატრიოტულად მნიშვნელოვანი პროექტია. ამისთვის უნდა გაგაჩეროთ კიდევ 10 წელი? იზრუნეთ, რომ თავისუფალი პროკურატურა იყოს. თქვენ რომ წახვალთ და ოპოზიციაში იქნებით, დაგხვდეთ რეფორმირებული, დაგხვდეთ თავისუფალი სასამართლო სისტემა, თორემ რევანში არ დასრულდება საქართველოში“, – აღნიშნა პლენარულ სხდომაზე გამოსვლისა თამარ ჩარკვიანმა.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს, რომ ქვეყანაში პროკურატურა თავისუფალი იყოს, რადგან ჩარკვიანის განცხადებით, ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ, ხელისუფლებას დახვდეს რეფორმირებული სასამართლო სისტემა.

„თქვენ თუ ათი წელი დარჩით ამ სტაგნაციით ბატონებო, რასაც თქვენ სტაბილურობასა და მოძრაობას ეძახით, საქართველო დაიღუპება. სიკვდილის პირას არის მისული ხალხი. არ ვიცი, რომელ ქვეყანაზე, რა პენსიებზე საუბრობთ. აფთიაქში ვერ შედის ადამიანი. ულუფა არის აბსოლუტურად სასიკვდილოდ გამეტება ადამიანის, ვგულისხმობ „წამლის ულუფას“. წარმოუდგენელი რამ ხდება.

დეპუტატმა მოსახლეობის ვაქცინაციასთან დაკავშირებით კითხვით მიმართა პრემიერმინისტრს.

„უპირველესი კითხვა მაქვს, რომელიც არ მოითხოვს დიდ მტკიცებას. რატომ და ვერ აცერით, 3 მილიონიანი ქვეყანა? მთელს მსოფლიოში რატომ აღმოვჩნდით ჩვენ ამ მდგომარეობაში? თქვენ დროს ბატონო ირაკლი ყველას გვახსოვს ტრაქტორების საქმე, კაბელების საქმე. წელიწადი და ხუთი თვე ადამიანები ისხდნენ გაუგებრად. ტრაქტორებზე მოჭერით იმ კაცს თავი და შემდეგ თანამდებობაზე დანიშნეთ. ეს იმას გავს, ან რატომ გვეკეთა პირბადე ან რატომ მოგვხსენით აუცრელ ქვეყანაში პირბადე“, – განაცხადა თამარ ჩარკვიანმა.