ნინოწმინდაში მცირე ზომის ბავშვთა სახლების მშენებლობა იგეგმება, გაგრძელდება თანამშრომლობა, რათა ბავშვთა სახლები საერთაშორისო მოთხოვნებს შეესაბამებოდეს  -ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე, საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და „იუნისეფის“ წარმომადგენელიც ესწრებოდნენ, საუბარი ეხებოდა ნინოწმინდის პანსიონში მიმდინარე პროცესებს.

ანდრია ჯაღმაიძის განმარტებით, ნინოწმინდაში მცირე ზომის ბავშვთა სახლების მშენებლობა იგეგმება.

„მცირე ზომის ბავშვთა სახლების მშენებლობა იგეგმება ნინოწმინდაში, ახალი ბავშვთა სახლების ფორმირებაში მონაწილეობის მიღების სურვილი გამოთქვა ყველა აქ დამსწრე ორგანიზაციის წარმომადგენელმა. შემდგომში გაგრძელდება თანამშრომლობა, რათა ბავშვთა სახლები, რომლებიც შემდეგში იქნება ნინოწმინდაში, იყოს იმ სახის და ისეთი სტანდარტის, როგორსაც გულისხმობს საერთაშორისო მოთხოვნები.

პროცესი მიმდინარეობს ახლა, არ არის საუბარი დახურვაზე და რაღაც ვადებზე. პირიქით, საუბარი იყო იმაზე, რომ არაფრით არ შეიძლება ამ პროცესების ხელოვნურად დაჩქარება, რომ ბუნებრივად უნდა მიმდინარეობდეს ეს, არავინ არავის არ დააძალებს სადმე წასვლას ან უკან დაბრუნებას.

გაცილებით უფრო ფართო იყო დისკუსია და საუბარი ეხებოდა ბევრ კომპონენტს, რაც შეიძლება იგულისხმებოდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესებისთვის და არა რაღაცა ვადებზე, დახურვასა და არდახურვაზე. ერთგვარად შეფასდა წინა შეხვედარზე რაც ითქვა, თუ როგორ წარიმართა იმის შემდეგ პროცესები. ითქვა ისიც, რომ ახალი ხელმძღვანელობა, მეუფე იაკობი ძალიან ეფექტურად შეუდგა საქმეს“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Lost Password