„შეგიძლიათ მიწყინოთ ამგვარი ტონი, მაგრამ იქნებ წყენით ან ტკენით მაინც გამოგაფხიზლოთ!“

დავით ნებიერიძე

საზოგადოება „ივერია“

სიბნელის და აგრესიულობის მოციქული  თარხან-მოურავისა და მისი სექტის საშუალებით თურქეთი მოგაძულეს და სარფის საბაჟოს ჩაკეტავთ მალე. ახლა ჩინელებს აუმხედრდით და საქართველოს ყველაზე პერსპექტიული ეკონომიკური პროექტები საკუთარი ხელით უნდა მოგაკვლევინონ. პერიოდულად არაბი და ირანელი ბიზნესმენების რესტორნების და ბარების დაწიოკება არ გავიწყდებათ. ანუ თქვენი სიბრიყვისა და მახინჯი მენტალობის გამო რუსეთი სრულ იზოლაციაში გაქცევთ და ყველა ფანჯარას გიკეტავთ, საიდანაც სუფთა ჰაერი შეიძლება შემოვიდეს და მთლიანად უკარგავთ ქვეყანას ოდნავ პერსპექტივასაც კი.

ეჭვი მაქვს,  სრულიადაც რომ ჩალპეთ არანაირი სურვილი არ გაგიჩნდებათ ნეხვიდან ამოსვლის. მარტივად და ტრადიციულად იტყვით: ”ღმერთის ნებაა და უნდა გაუძლოთო”. მერე დღე და ღამე ბნელ, გაკერპებულ მამაოების კალთაში დაემხობით და მიტევებას სთხოვთ შიმშილის გამო სხვისას რომ იღებთ ან სხეულით ვჭრობთ. ამასაც ღვთიურ გამოცდას დააბრალებთ.

რა სამწუხაროა, რომ მრავალსაუკუნოვანმა ერმა დღემდე ვერ გამოიმუშავა იმუნიტეტი, რომელიც მდგრადი იქნებოდა ”ჰომო სოვეტიკუსის” ვირუსისადმი. მაგრამ, ერთი მანუგეშებს. ეს ვირუსი მოსპობს უმრავლესობას. მაგრამ, ვინც გადარჩება, ის იქნება ნამდვილად ღირსი იმ თავისუფალი, წარმატებულ და ლიბერალურ ფასეულობებზე დამდგარი საქართველოსი.

შეგიძლიათ მიწყინოთ ამგვარი ტონი და განრისხება. მაგრამ, სხვა მეთოდი რომ აღარ რჩება ხმამაღლა უნდა იყვირო..! იქნებ წყენით ან ტკენით მაინც გამოგაფხიზლოთ…

კომენტარის დატოვება