ბედუკაძის “წერილი ბიძინას”

ლადო ბედუკაძე

წერილი ბიძინას!

დიდი ხანი ვფიქრობდი რა დამერქვა სახელი ამ წერილისთვის: „ წერილი ბრძენკაცს“, „მოსეს“, „ილიას“ , „ქვეყნის არაფორმალურ მმართველს“ თუ „კოლმეურნეობის თავმჯდომარეს“?

გადავწყივტე პირდაპირ „წერილი ბიძინას“ დამერქვა.

მართლა რამოდენიმე ადამიანს ვცემდი და ვცემ პატივს ამ ქვეყნის პოლიტიკურ სპექტრში -პატრიოტიზმისთვის. ჩემთვის მთავარი ესაა.

ჩემზე მეტად ალბათ, ბევრმა არ იცის რა ისტორიული მოვლენა მოხდა ქვეყნის ცხოვრებაში 2012 წელს და „ ბიძინას ჩამოგდებით დედამიწაზე“ რას გადავრჩით.

არაერთხელ მითქვამს საჯარო წერილებით, ინტერვიუებში- მადლობა მას ამისთვის, მადლობა კიდევ ბერვი რამისთვის,თუნდაც რომ ნიღაბი ჩამოხსნა ე.წ. ქართულ პოლიტიკურ ისტებლიშმენტს, საზოგადოებას დაანახა ქართველი ფულზეგაყიდული პოლიტიკოსის რეალური სახე.

თუმცა, მას როგორც არ უნდოდეს მესიობას, მლიქვნელებს ვერ აცდა!

ვთვლიდი და ვთვლი, რომ ეს ადმიანი, როგორც თითქმის ყველა მმართველი (ჩვენი ჯერ კიდევ „ქვე -ყანის“) გარემოცვის მსხვერპლია- ლაქუცებით, მედროვეებით, უკანალის მლოკველებით ( ბოდიში პირდაპირობისთის) გარემოცვილი, რომლებიც უმახინჯებენ სინამდვილეს და გამორჩენის, თანამდებობების მიღების სურვილით აქებენ და ადიდებენ, (ფეხებზე მკიდია რას იტყვიან ჩემზე და რას იფიქრებენ ჩარეცხავს გადარჩენილი მანქურთები ), წერენ კიდეც აქა-იქ “სადიდებელს ბიძინაზე” , თუმცა, თავად წარმოიდგინეთ გულში ან შუშის სასხლის დატოვების შემდგომ არასასურველ მიზანმიუღწევლები რას უწოდებენ ? – ქონდრის კაცს, ფულის ტომარას…

შესავალში „ქვეყნის მმართველობა“ წამომცდა? ბოდიშით! ისევ ხალის აზრს ვიტყვი: უფრო გასართობი …. დიახ, ქვემოდან ასე ჩანს, ბატონო..

ხელისუფლება “მთავრობანას”, ან მთავრობა “ქვეყნობანას” თამაშობს, სულ ერთია..

დიახ, უბრალო ადამიანები (ყველაფერს ნაცებს ნუ მიაწერთ, მათ თავიანთი ცოდვებიც და მომავალი განსაცდელიც ეყოფათ პარლამენტში ინაშვილის სახით და არ ღირს ამით გამართლება) ამბობენ, ბიძინა ქვეყნას როგორც შპს-ს, ფაბრიკას ან რომელიმე თავის ქარხანას მართავსო..ისე ნიშნავს მინისტრებს , როგორც საამქროს უფროსებს-ო…

მე, არ ვეთანმხები!

აქ რაა სამართავი, მთელი ხელისუფლება აშშ-ს საელჩოს აღმასრულებელი ორგანოა, სადაც თითქმის ყოველწლიურად ტარდება სხვადასხვა სახის კულტ- მასობრივი ღონისძიებები, სპექტაკლები სახელწოდებით „არჩევნები“, მომრავლებული „ქალიაქობები“, წარუმატებლობის ლარი მცურავია და…. იცუროს რამდენიც უნდა, მთავარია ჯანსაღია და სუნთქვას..

რას ატყობთ ამ ქვეყანას მართულს ?

ნურც ნურაინ იფიქრებს, რომ ვინმეზე ან რამეზე გაბრაზებული ვარ, შური ან ბოღმა მალაპარაკებს, არანაირად, გაბრაზებული თუ ვარ მხოლოდ საკუთარ თავზე- ვერ გამოვდექი ისეთი „ პროფესიონალი, კვალიფიცური“ კადრი, როგორც რეალობას შეეფერებოდა…

არც ვინმე და მათ შორის არც ბატონი ბიძინაა ვალდებული მომისინოს ან თუნდაც ეს წერილი წაიკითხოს…ის, ხომ ერთი ჩვეულებრივი ათასიდან ერთ- ერთი რიგითი არასამთავრობო ორგანიზაციის თავმჯდომარეა, რომელთანაც “მიდიან და აზრს ეკითხებიან” თანმდებობის პირები, პრემიერები, მინისტრები…

მიზეზი, წერის მხოლოდახმოხოლოდ პარის გამოშვებაა, რომ არ გადავიწვა ფსიქოლოგიურად, რასაც თქვენ ამას ყოველდღიურად აკეთებთ , თანამდეროვე სალაყბო ვირტუალურ ავანსცენაზე, აქ სოციალურ ქსელ- „ფეისბუკში“…

ამდენი გინახავს და რა გადაგწვავს-ო, გაიფიქრებთ..

კი ბატონო,უშუალოდ მინახავს იმ არაადამიანების ტვინიდან გამოჟონილი აზრების პრაქტიკული რეალიზება , ვისთანაც ეს მთავრობაა ჩახუტებული, კობიტირებს და ამ ძალის იდეოლოგებს „პროფესიონალებად“ მოიხსენიებს…

არა მხოლოდ ნაცებზე ვამბობ..

არაფრით არ განსხვავდება მათგან იგივე ზემოთხსენებული ე.წ. არასამთავრობო სექტორი, ორი სამი თავგასული, სოროსის გრანტებით გაზულუქებული ორგანიზაცია, ე.წ. ექსპერტები, რომელიც პირდაპირ ატარებენ აშშ-ს ინტერესებს ქვეყანაში.

„ექსპერტები“ კიდევ ცალკე თემაა, წვერებიან თუ უწვერო „საფლავიდან პერერივზე ამოსულები“ , რომლებმაც ყველაფერი იციან! ამიტომაც ეკითხებიან და ეკითხებიან…მერე რა, რომ ერთ დროს თავად ამ ბიძინამ ახლოს არ გაიკარა ან გამოყარა შუშის სასახლიდან, მედია ხომ თავისუფალია?!

ვინც წინა წლებში „ორი კაპიკის“ შვნა ვერ მოასწრო, დღეს მათი „ფეისები“ , რომლებასაც თავად ბიძინა აკრიტიკებდა, მაღლ -მაღალ თანამდებობეზე ინიშნებიან დეპუტატებდ- ზოგნი პარლამენტში, ზოგნი სხვადასხვა უწყებებში..

მესმის, სახელმწიფო მმართველობის სტილია ასეთი- ალბათ, გასაჩუმებლად..

თურმე, ყვირილი და წიოკი ყოფილა მთვარი რომ , ვინმემ სადმე, რაიმე თანამდებობა გიწყალობოს.

არა, არც უწყალობიათ “ენჯეოშნიკ “ლომჯარიასთვის, ვინ შეკადრებდა- დაუძახეს , აარჩევინეს და დანიშნეს კონტროლის პალატაში… ჯერ, მეორე პირად… ( ჩემთვის გასაოცარია უბრალოდ, გიგაურმა რა დაგიშავათ, არ მესმის…)

მალე, ალბათ ადეიშვილს ვიხილავთ მთავარ პროკურორად… მივესალმები!

აკი, თავად ბატონი ბიძინა ამბობდა ისეთი პატიოსანია ეგ კაცი „პარეკეტი ვერ გამოცვალა სახლში და ძველი ტელეფონით სარგებლობდა-ო “…

მე მჯერა თქვენი ბატონო ბიძინა!

ვანოს ვიხილავთ პოლიციის ალბათ, შეფად… არ გჯერათ, რომ დღემდე პატივს სცემენ (ჩუმად რა თქმა უნდა გულში) მოქმედი თუ ყოფილი პოლიციელები ადამიანური მიდგომების გამო? არ ვხუმრობ- არ გამორჩებოდა თურმე დაბადების დღეების მილოცვა, გაჭირვებული, სამსახურეობრივი მოვალეობისას დაზარალებული პოლიციელების დახმარება, დაჭრილების მონახულება და ა.შ..

ორი გვამის მოთხოვნაც როგორ ომახიანად იცოდა?

ანალოგიური სითბოთი გამოირჩეოდა თანამშრომლების მიმართ ახალაია , მერწმუნეთ- თვეში 3 – ჯერ არიგებდა პრემიებს…რომ, კარგად ეცემათ, ეწამებინათ….

აბა, ამათ კაბინეტებიდან ვერ გამოიყვან…

ჩასხდნენ , ჩაიბუდეს.. აბა რა იფ, კარგია „გოროდი“!

ვიცი, რასაც მიაწერს ზოგი „ბიძინამადიდებელი“ და კიდევ განზრაც ვიმეორებ არ მჭირდება არანირი მათხოვრული თანამდებობა , (დაწყნარდით, არც არავინ მეხვეწება) მიუხედავად იმის, რომ არავისზე ნაკლები არც გამოცდილება მაქვს, არც პროფესიონალიზმი, არც პატიოტიზმი ..

ხალხში აგრესია იბუდებს ბატონო ბიძინა, ეკონომიური მდგომარეობა დღითი დღე გაუსაძლისი ხდება, ცხოვრების დონე, უმუშევრობა , სიღარიბე, რაც არ უნდა ქაღალდები აფრიალოს ხელისუფლებამ იმატებს, ლარი , როგორი ბიჭიცაა ზემოთ დავწერე, თუმცა არ მიკვირს, რომ ჯერ კიდევ ცურავს და არ დაყვინთა კუპუნივით, ეგეც კარგია… არჩევნებისადმი საზოგადოების ნიჰილისტურმა მიდგომამ აჩვენა, რომ საზოგადოების ნახევარს სულ არ აინტერესებს ნაცები იქნებიდან თუ ქოცები- იქ ზემოთ, აღარ აინტერესებთ, მოწყინდათ ყველაფერ ამის თავის სამართებლად არგუმენტები – ხომ აღარ გცემენ ციხეში?! გახსოვთ ტელეფობს თიშავდით?! და ამდაგვარები…

აი, ეს არის ძალიან ცუდი, ხალხი იცინის, მეფეო….

P.S. დამატებითი რეკომენდაციები ხალხისგან :

ქარხნები დახურეთ, გაღიზიანებულია ხალხი ძალიან გუგუნებს-ო ,

გამოეშვათ 500 ლარიანი ბანკნოტი ხადურის გამოსახულებით, გულში ჩახუტებული ციკნით ხელში…

კომენტარის დატოვება