პარლამენტი უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებას 6 ივლისს დაიწყებს

პარლამენტი უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებას 6 ივლისს დაიწყებს. კომიტეტი დღეში ორ კანდიდატს გაესაუბრება. პირველი ინტერვიუ დაიწყება 10:00 საათზე, ხოლო მეორე 16:00 საათზე.

სია შემდეგნაირად გამოიყურება: გიორგი გოგიაშვილი; გოჩა აბუსერიძე; ლევან თევზაძე; ქეთევან მესხიშვილი; გიორგი შავლიაშვილი; რევაზ ნადარაია; ბიძინა სტურუა; ეკა ზარნაძე. 

,,თითოეულ კანდიდატთან გასაუბრებისთვის ფრაქციას ქართული ოცნება გამოეყოფა 75 წუთი, ფრაქციას შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი – 15 წუთი, ფრაქციას – ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის – 15 წუთი, ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია – 32 წუთი, პოლიტიკურ ჯგუფს – გირჩი – 15 წუთი, პოლიტიკურ ჯგუფს მოქალაქეები – 15 წუთი, პოლიტიკურ ჯგუფს ევროპელი სოციალისტები – 15 წუთი, ხოლო პარლამენტის უფრაქციო წევრებს – ჯამში 33 წუთი,” – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა.