იმდენი ვაჟკაცობაც არ ჰყოფნის, რომ მოვიდეს სასამართლოზე, ხან ერთ ბუჩქებში დაიმალება, ხან მეორე პროკურორის იუბკას ამოეფარება – გიგი უგულავა ძიუდოისტზე

“იმდენი ვაჟკაცობაც არ ჰყოფნის, რომ მოვიდეს სასამართლოზე, ხან ერთ ბუჩქებში დაიმალება, ხან მეორე პროკურორის იუბკას ამოეფარება”, – ამის შესახებ პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ, მის მიერ “ნაცემ” ძიუდოსიტზე საუბრისას განაცხადა, რომელიც სასამართლო პროცესებზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ დადის, თუმცა როგორც დღეს ცნობილი გახდა იგი ფეხბურთს თამაშობდა.

“მართლა ძალიან კომიკური და აბსურდული საქმეა ეს, რომ არ გვქონდეს საქმე ორგანიზებულ დანაშაულთან. გავაშელიშვილი ჩვეულებრივი პაიკი და ნაძირალაა, მასთან რა საქმე უნდა გვქონდეს?! იმდენი ვაჟკაცობაც არ ჰყოფნის, რომ მოვიდეს სასამართლოზე, ხან ერთ ბუჩქებში დაიმალება, ხან მეორე პროკურორის იუბკას ამოეფარება.

ჩვეულებრივი დეგრადირებული ნაძირალაა. პრობლემა სახელმწიფოშია, რომელსაც მართავს ადამიანი, ვისაც შეუძლია გამოიყენოს ადამიანები საცემად, მიუგდოს მერე ორი გროში, ისიც სახელმწიფოს ხარჯზე და მერე სისტემა, რომელიც ამას “აპრავებს” და ცინიკურად, შემდეგ ისევ აქეთ შენ გდებენ ბრალს. მოსამართლე, რომელიც “გააპრავებს” იზამს, რომ გარშემო 20 კამერაა, არ ამოიღებს არც ერთს და შემდეგ მთელი პროცესი იქნება მარჩიელობაზე, ისაა მოსყიდული და მონა, რომელსაც არ უნდა ეწყინოს, რომ მონას დაუძახებენ”, – განაცხადა უგულავამ.