ჰომოფობიური ჯგუფები რუსთაველზე კარვებს შლიან

ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები, “ღირსების მარშის” ჩაშლის მიზნით, რუსთაველის მეტროსთან კარვებს შლიან.

“პრაიდის” მოწინააღმდეგეები ღამეს კარვებში გაათევენ, დილიდან კი სხვა ჯგუფების წევრებს ელოდებიან.

შეკრებილები ღირსების მარშის მონაწილეებს მოუწოდებენ, არ გავიდნენ რუსთაველზე.

შეგახსენებთ, რომ “თბილისი პრაიდის” კვირეული 1-ელ ივლისს გაიხსნა, 5 ივლისს კი „თბილისი პრაიდი” „ღირსების მარშს” გამართავს. “ღირსების მარშის” სლოგანი “გამოდი სოლიდარობისთვის” იქნება.