„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები საქართველოში გაერო-ს წარმომადგენლობის ოფისთან აქციას მართავენ

„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეების ნაწილი აქციას მრგვალ ბაღთან მართავს, სადაც საქართველოში გაერო-ს წარმომადგენლობის ოფისია განთავსებული.

აქციის მონაწილეების თქმით, ისინი რუსთაველის გამზირიდან გაერო-ს ოფისთან მივიდნენ, რადგან არ დაუშვან „თბილისი პრაიდის“ ჩატარება.

ადგილზე შეკრებილები მედიის წარმომადგენლებს  და ადგილობრივ მცხოვრებლებს დაუპირისპირდნენ. სამართალდამცველებმა რამდენიმე პირი დააკავეს.