“იქნება გამაგებინოთ ვინაა ეს „მრჩეველი“, ვინც ეს აზრი მიაწოდა პრემიერ კვირიკაშვილს?!.”

მიხეილ მუმლაძე

ა(ა)იპ „ჩვენი საქართველო“-ს ლიდერი,

პოლიციისა და იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკი

„ორთაჭალის ბაღში მნახე ვინა ვარ“ ანუ უსაქმური მთავრობის წყალში გადასაყრელი მილიონები

ვინმემ დაიანგარიშა ზუსტად რამდენი 100 მილიონი დოლარი დაჯდა __
__ ახალი პარლამენტის აშენება ქუთაისში?
__ ახალი პარლამენტის შენობის ინვენტარი;
__ პარლამენტარებისათვის ქუთაისში და წყალტუბოში ბინების მოწყობა და დაქირავების ხარჯები;
__ თბილისიდან ქუთაისში სიარულის ტრანსპორტის ხარჯები?
__ რამდენი დაჯდა თბილისში, პარლამენტში, შიგნით ნგრევის ხარჯები?
__ რამდენი 100 მილიონი დოლარი დაჯდა პრეზიდენტის სასახლის მშენებლობა?
__ რამდენი 10 მილიონი დოლარი დაჯდა ათონელის ქუჩაზე ყოფილი ამერიკის საელჩოს რეკონსტრუქცია, რომელიც პრეზიდენტის სასახლედ მოეწყო და სადაც ცოცხალი თავით არ გადადის მაკა ჩიჩუას მეუღლე?
ახლა დაიანგარიშეთ რამდენი მილიონი დოლარი დაიხარჯა ამ და მრავალ სისულელეებში და რამდენი ახალი და ძველი საწარმოები აშენდებოდა და გადაიარაღდებოდა მთელ საქართველოში 10-15 წლის მანძილზე?
__ რამდენი ადამიანი დასაქმდებოდა საქართველოს 25-35 ქალაქში და რაიონში სხვადასხვა საწარმოებში?
__ რამდენი ასი მილიონი შევიდოდა საქართველოს ბიუჯეტში?
რა საჭიროა დღეს ამის გაკეთება ასეთ საშინელ პირობებში მყოფი ქვეყანა და მისი მოსახლეობის 80% ხომ ძალზე გაჭირვებულად ცხოვრობს?
საქართველოს მოსახლეობის 80%-დან არ არის ოჯახი რომლის ერთი ან 2 წევრი არ იყოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში წასული სამუშაოდ __
__ 700 000-ზე მეტი მუშაობს რუსეთში;
__ 150 000 მუშაობს თურქეთში;
__ 100 000 – 100 000 მუშაობს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ესპანეთში, იტალიასა და საბერძნეთში;
__ ბევრი ხალხი მუშაობს უკრაინაში, ყაზახეთში, გერმანიაში…
და ამ დროს ვიღაცამ საქართველოს მთავრობაში „მოიფიქრა“ საქართველოს ბიუჯეტიდან 1-2 მილიარდის „გადაქაჩვა“ არაფრისთვის და თუ მთაწმინდაზე, სოლოლაკში, ვაკეში თუ დიდუბეში არსებული სამინისტროები უსაქმური და არაფრის მკეთებელი ხალხითაა გავსებული. ალბათ უკვე დროა ორთაჭალის ბაღებში ვიხილოთ და გრიგოლ ორბელიანის სიტყვები რომ გავიხსენოთ:
„ორთაჭალის ბაღში მნახე ვინა ვარ;
დარდიმანდის ლხინში მნახე ვინა ვარ;
ჯამით ტოლუმბაში მნახე ვინა ვარ!
აბა მუშტი კრივში მნახე ვინა ვარ! __“
რადგან მთავრობაში ვიღაცამ ორთაჭალაში გადასვლა „მოიფიქრა“ ხომ არ უნდა ვთხოვოთ იმ „მომფიქრებელს“ საერთოდ უსაქმური მთავრობა ან ავჭალაში, ან სართიჭალაში ან სულაც 2 მილიონი წლის მზიას და ზეზვას სამშობლოში დმანისში გადავასახლოთ?

P.S. იქნება გამაგებინოთ ვინაა ეს „მრჩეველი“ ვინც ეს აზრი მიაწოდა პრემიერ კვირიკაშვილს, რომელიც ალბათ სპეციალურად არჩევს ისეთ პიროვნებებს მინისტრებად, გუბერნატორებად მერებად თუ გამგებლებად რომლებიც აუცილებლად უნდა იყვნენ

__ უსაქმურები;
__ უცოდინრები;
__ არაფრის გამკეთებლები და
__ ქვეყნის არაპატრიოტები.