„ქართული ოცნების“ ოფისთან აქცია მიმდინარეობს

პარტია “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისთან აქცია მიმდინარეობს, სადაც საფინანსო კომპანია საქართველოს მეანაბრეები არიან შეკრებილები.  ისინი მმართველი პარტიისგან დახმარებას ითხოვენ. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ  უკვე 3 თვეა საფინანსო კომპანია საქართველოს მენეჯმენტი უარს ამბობს მათ წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, კერძოდ  იმ თანხებზე, რომელიც საფინანსო კომპანიაში მეანაბრეებმა სარგებლის მიღების მიზნით განათავსეს.

აქციის მონაწილეების თქმით ჯამში 3 ათასამდე მოქალაქეა დაზარალებული,  ხოლო ჯამური თანხა, რომელიც საფინანსო კომპანიას მართებს მეანაბრეების წინაშე, 30 მილიონ ლარს აღწევს.

“ოცნების” ოფისში კი პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს.

კომენტარის დატოვება