საქართველოში კორონავირუსით 20 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსის 1043 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 20 პაციენტი – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 841 ადამიანი გამოჯანმრთელდა.  ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში ჩატარდა 31229, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 14057, PCR ტესტით – 17172.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელია 3,34%, ბოლო 14 დღის – 3,27%, ბოლო 7 დღის – 3,72%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 373728 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 357090 გამოჯანმრთელდა, 5415 კი, გარდაიცვალა. სულ აცრილია 283631, დღიურად კი – 5702 ადამიანი.