დედა, რომელიც იკეთებს ვაქცინას ორსულობის დროს, იცავს საკუთარ შვილსაც – ამაზე მაგარი რა უნდა გაუკეთოს მშობელმა შვილს? – ბიძინა კულუმბეგოვი

დედა, რომელიც იკეთებს ვაქცინას ორსულობის დროს, იცავს საკუთარ შვილსაც –  ამის შესახებ იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა ,,ტვ პირველის” ეთერში საუბრისას განაცხადა.

,,იდეალური ვარიანტია, ორსულობის დაგეგმვამდე იყოს ქალბატონი აცრილი. თუმცა, ორსულობის ნებისმიერი ვადაში რეკომენდირებულია ვაქცინაცია. დედა, რომელიც იკეთებს ვაქცინას ორსულობის დროს, იცავს საკუთარ შვილსაც. ამაზე მაგარი რა უნდა გაუკეთოს მშობელმა შვილს?” – განაცხადა კულუმბეგოვმა.