თუ მეორედ ჩამოტარებულ ხინკლად მთვლი, მაშინ სჯობს გააგრძელოთ რუსული, დიეტური, კატლეტის ჭამა! – სააკაშვილი ბაია პატარაიას

ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ორგანიზაცია “საფარის” დამფუძნებლის, ბაია პატარაიას განცხადებას პასუხობს.

“ძვირფასო ბაია, თუ მე მეორედ ჩამოტარებულ ხინკლად მთვლი და მხოლოდ, სასოწარკვეთილთან გინდა ამ კერძის ულუფის მიღება, მგონი სჯობს, გააგრძელოთ რუსული, დიეტური, კატლეტის ჭამა, თავის დამპალი კომბოსტოთი და კარგად გაითავისოთ ეს გემო.

არ ვაპირებ ვინმეს დავამცირებინო ის მიღწევები, რომელიც ქონდა საქართველოს სახელმწიფოს, ჩემი პრეზიდენტობის დროს, რომელიც იყო უპრეცედენტო ჩვენს ისტორიაში და უზარმაზარ სივრცეზე, სადაც ცხოვრობს რამდენიმე ასეული მილიონი ადამიანი და ნამდვილად არ ვაპირებ second-hand choice ვიყო ვიღაცისთვის. Good luck!” – წერს მიხეილ სააკაშვილი.

ცნობისთვის, ბაია პატარაიამ რამდენიმე დღის წინს “ფესიბუქ” გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ორგანიზაცია “საფარზე” თავდასხმასზე საუბრობს და დასძენს, რომ თუ მას არჩევანი ბიძინა ივანიშვილსა და მიხელ სააკაშვილს შორის აქვს გასაკეთებელი, მაშინ ის ყოფილ პრეზიდენტს აირჩევს.

“ადამიანის უფლებათა სახლზე, სადაც ასევე არის საფარის ოფისი, მოხდა თავდასხმა. პიროტქნიკაც კი შეყარეს და ადამიანიც კი დაზიანდა. იცოდეთ მაინც დარბევის მასშტაბები. ასე ხდება როცა კანონს არ იცავს პოლიცია და ხელისუფლება, ხოლო საპატრიარქო გავეშებულ ბრბოს მიუქსევს უფლებადამცველებს, ჟურნალისტებს და ფერადმაისურიან ბავშვებსა თუ ტურისტებს… სახელმწიფო არ გვაქვს! ქართული ოცნების მმართველობა უნდა დასრულდეს. აბა, მიშა გინდა?! თუ არჩევანი მარტო მიშასა და ბიძინას შორის მაქვს დღეს, ისევ გაცხელებული ხინკალივით მეორედ ჩამოტარებულ მიშას ავირჩევ. და თქვენ სასოწარკვეთის რა ლეველზე ხართ?” – წერდა ბაია პატარაია სოციალურ ქსელში.