შესასწავლია ეს საკითხი, რადგან შესაძლებელია კიდევ იყვნენ და კიდევ უარესი ფორმითაც!

სულხან ქობულაძე

“საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ცენტრის” ხელმძღვანელი

ბავშვები… რიტუალური მკვლელობა…რას არ მოესწრები კაცი?!.

ვფიქრობ არასრულწლოვანები კი არ არიან დამნაშავეები, არამედ ისინი, ვინც ამ ბავშვების უბედურებას იყენებენ თავისი ფსიქიკურად შეშლილი მიზნებისთვის, განა ეს ბავშვები ასეთები დაიბადნენ, თუ ისინი აქამდე მიიყვანეს? განა სახემწიფოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს არ უნდა მიეღო ზომები, მით უფრო არაერთი გადაცემა მიეძღვნა ამ თემას! არაერთხელ დაიწერა ასეთ ბავშვებზე და სექტებზე!

შესასწავლია ეს საკითხი,რომ პრევენცია მოხდეს, უნდა დადგინდეს, ხომ არ არსებობენ ამდაგვარი ორგანიზაციები სხვა ქალაქებში. თუ ერთი აღმოჩნდა,  შესაძლებელია კიდევ იყვნენ და კიდევ უარესი ფორმითაც!

კომენტარის დატოვება