საკმაოდ გაიზარდა ბავშვებში ინფექციის გავრცელება და შესაბამისად, მოთხოვნა პედიატრიულ საწოლზე – ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ღესდღეობით მიმდინარეობს არაერთი მსჯელობა იმასთან მიმართებაში, თუ როგორ შეიძლება განხორციელდეს პრევენციული ზომები მეტად უფრო ეფექტურად იმისათვის, რომ ბავშვების ინფიცირებისგან ჩვენ ვიყოთ მაქსიმალურად დაცულები.

მისივე თქმით, უკვე დაწყებულია კლინიკურ სექტორთან, რათა მოხდეს მეტი პედიატრიული საწოლის მობილიზება.

“საკმაოდ გაიზარდა ბავშვებში ინფექციის გავრცელება და შესაბამისად, მოთხოვნა პედიატრიულ საწოლზე. ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებულია კლინიკურ სექტორთან, რათა მოხდეს მეტი პედიატრიული საწოლის მობილიზება, თუმცა, რა თქმა უნდა, ყველანი ვთანხმდებით, რომ მნიშვნელოვანი არის ბავშვები დავიცვათ ამ ვირუსისგან და აქედან გამომდინარე დღესდღეობით მიმდინარეობს არაერთი მსჯელობა იმასთან მიმართებაში, თუ როგორ შეიძლება განხორციელდეს პრევენციული ზომები მეტად უფრო ეფექტურად იმისათვის, რომ ბავშვების ინფიცირებისგან ჩვენ ვიყოთ მაქსიმალურად დაცულები,” – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ “დღის კურიერის” ეთერში.