ვახო სანაიას საქმეზე შესაძლოა დღეს განაჩენი გამოცხადდეს

ჟურნალისტ ვახო სანაიას საქმეზე დღეს მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება.

დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას იტყვის, რის შემდეგაც მოსამართლემ საბოლოო გადაწყვეტილება უნდა გამოაცხადოს. შესაბამისად, საქმეზე საბოლოო განაჩენი, შესაძლოა, დღეს გახდეს ცნობილი.

ჟურნალისტ ვახო სანაია და და მის თანმხლებ პირებს, მცირეწლოვანი ბავშვის თანდასწრებით 25 თებერვალს დაესხნენ თავს. საქმეში ბრალდებულია 3 პირი.