ფოთში დააკავეს ქალი, რომელსაც მეტადონის გაყიდვა ედება ბრალად

ფოთში ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის თანამშრომელი ნათელა ღვინჯილია დააკავეს, რომელსაც ბრალად მეტადონის გაყიდვა ედება.

არსებული ინფორმაციით, დაკავებული მეტადონის პროგრამაში ჩართული პირებისათვის განკუთვნილ წამალს დოზებს აკლებდა და ყიდდა.

დაკავების ფაქტს ნარკოლოგიურში ნათელა ღვინჯილიას თანამშრომლები ადასტურებენ.

ნათელა ღვინჯილია 14 ივლისს ბაზრის ტერიტორიაზე დააკავეს, სადაც იგი ნარკოლოგიური სამსახურის პარალელურად მუშაობდა.