გეგმური სამუშაოების ჩატარების გამო, 17 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გეგმური სამუშაოების ჩატარების გამო, 17 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

კომპანიის ინფორმაციით, ნაძალადევის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის და მუხრანის ქუჩის მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.