თამარ გააბუნია – უკვე მიდის მსჯელობა მესამე „ბუსტერი“ დოზის თაობაზე

„უკვე მიდის მსჯელობა ვაქცინის მესამე დოზა, ე.წ. ბუსტერის თაობაზე“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ვაქცინაციის პროგრამის საშუალებით, ტესტირების პროგრამის აუცილებლობა ეტაპობრივად შემცირდება.

“ის ძირითადი ჯგუფები, რომელსაც საკმაოდ დიდი რესურსი სჭირდება ტესტირებისთვის, ბიზნესჯგუფებზე მაქვს საუბარი, აცრის შემთხვევაში უკვე აღარ საჭიროებს სისტემურ ტესტირებას. ეს იქნება დანაზოგი თანხა, რაც დარჩება ბიუჯეტში, ან სხვა მიზნებისთვის იქნება გამოყენებული ჯანდაცვის სექტორში.

უკვე მიდის მსჯელობა მესამე „ბუსტერი“ დოზის თაობაზე, ასევე წელს ჩვენ 60%-იანი სამიზნე გვაქვს დასმული, თუმცა 60% არ ნიშნავს, რომ დანარჩენი 40% არ უნდა აიცრას. მომავალ წელსაც უნდა გავრცელდეს ვაქცინაციის პროგრამა“. -აღნიშნავს გაბუნია.